ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია, 1995

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია, 1995
ჩარჩო კონვენციის მიზანია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის სისტემის ჩამოყალიბება და, ამგვარად, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში. იგი მიღებულ იქნა 1995 წელს და წარმოადგენს ევროპის საბჭოს ნაწილობრივ რეაქციას საბჭოთა კავშირის დანგრევაზე, ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოების დემოკრატიზებასა და იმ წარმატებაზე, რომელსაც ამ რეგიონში მიაღწია გაერო-მ და ეუთო-მ. კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ანგარიშის წარდგენამდე სახელმწიფოს ეძლევა ერთი წელიწადი. უფლებებში შედის გარანტიები თანასწორობაზე კანონის წინაშე, კულტურის დაცვის, აღმსარებლობის თავისუფლების, უმცირესობათა ენის გამოყენების და მონათესავე უმცირესობათა ჯგუფებთან ურთიერთობის უფლებები. ბევრი თვალსაზრისით აღნიშნული უფლებები ძალიან ჰგავს სამოცდაათი წლის წინ ერთა ლიგის მიერ მიღებულ გარანტიებს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია, 1995" в других словарях:

  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი — ევროსაბჭოს ხელმძღვანელი და დირექტიული ორგანო. მისი პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ღონისძიებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის… …   Georgian encyclopedia

  • ეროვნული უმცირესობა — • დღესდღეობით საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ტერმინის „ეროვნული უმცირესობა“ ზუსტი განმარტება, თუმცა მეცნიერთა და სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება შემდეგ განსაზღვრებაზე: ეროვნული უნცირესობა არის მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»